ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გელა კვაშილავა სტუმრობდა საქმიან დილას ტელეარხ პირველზე. მან ისაუბრა ტექინსპექტირების რეფორმაზე და მისი განხორციელების ეტაპებზე. დადებითად შეაფასა საჭესთან და საბურავებთან დაწესებული ახალი მოთხოვნები, კატალიზატორის მოთხოვნის გადადებისგან განსხვავებით. გელა კვაშილავას აზრით, რეფორმის შედეგები რომ დავინახოთ, საჭიროა კატალიზატორების შეძენის წახალისებისთვის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება და გზისპირა შემოწმებების დანერგვა.
წყარო