ფონდის „პარტნირობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელი, გელა კვაშილავა გამოეხმაურა საგზაო შემთხვევას, რომელსაც 17 ადამიანის სიკვდილი და 3 ადამიანის მძიმედ დაშავება მოჰყვა. მისი აზრით, საგზაო შემთხვევის და მისი სიმწვავის მიზეზი კომპლექსურია. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მინიმალური უსაფრთხოების სტანდარტების დაწესება ტუროპერატორებისთვის, რომელიც დაკავშირებული იქნება ტრანსპორტის ტექნიკურ გამართულობასთან და მძღოლის კვალიფიკაციის შემოწმებასთან. აუცილებელია პასუხისმგებელი ორგანოს განსაზღვრა და აღნიშნული საკითხის პრემიერ მინისტრის დონეზე განხილვა. 



წყარო