ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი
სტუმრობდა გადაცემას ტელეარხ ერთსულოვნებაზე, რომელიც უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლოებებს
უკავშირდებოდა, კერძოდ საქალაქთაშორისო გადაყვანას. ამ მხრივ, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ტექნიკური გამართულობა
სხვა პრობლემებთან ერთად ერთ-ერთი საკვანძო საკითხია. აღნიშნული საკითხი უნდა მკაცრად
დარეგულირდეს საკანონმდებლო დონეზე და განხორციელდეს კანონმდებლობის შესაბამისი აღსრულება.
ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საქალაქთაშორისო გადაყვანები
დაკავშირებულია უამრავი ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან, რომ არაფერი ვთქვათ
საგზაო შემთხვევების მატერიალურ ზარალზე.
წყარო