პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის სამოქალაქო მონიტორინგის პლატფორმა

პროექტის შესახებ

პროექტი „სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდა და ევროპული სტანდარტების ადვოკატირება“ ხორციელდება ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ მიერ „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით. პროექტის მიზანია:

  •         პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მიმდინარეობის მონიტორინგი;
  •         მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ვებ-პლატფორმის მეშვეობით;
  •         სტატისტიკური მონაცემების ონლაინ რუქაზე ვიზუალიზაცია;
  •         მოქალაქეთა ინფორმირებულობის გაზრდა.

პროექტის მთავარ მიმართულებად განსაზღვრულია მონიტორინგის განხორციელება ინსპექტირების რეფორმაზე სამოქალაქო ჩართულობის საშუალებით და შედეგზე ორიენტირებული რეკომენდაციების მიწოდება გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის.

შეიქმნა სპეციალური ონლაინ პლატფორმა, რომლის პირველი ნაწილი ვიზუალურად წარმოდგენილია რუქის ფორმით, სადაც განთავსებულია საქართველოში არსებული ყველა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრი. მოქალაქეს შეუძლია რუქაზე მოძებნოს ცენტრი და ვებ-პლატფორმის ადმინისტრატორს მიაწოდოს ინფორმაცია, დააფიქსიროს ცენტრების მიმართ პრეტენზიები, გამოვლენილი ხარვეზები, სხვადასხვა დარღვევები. მიღებული ინფორმაცია გადამოწმდება პლატფორმის ადმინისტრატორთან და პრობლემა გაეცნობა არასამთავრობო სექტორს.  ვებ-პლატფორმის მეორე ონლაინ რუქაზე განთავსდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები, რომელიც გამოწვეულია ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობით. რუქაზე სპეციალური ნიშნულები განთავსდება იმ ლოკაციაზე, სადაც დაფიქსირდა აღნიშნული საგზაო-სატრანპორტო  შემთხვევა, აქვე აღნიშნული იქნება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ადამიანი დაშავდა და დაიღუპა ამ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს. რუქა საშუალებას მოგვცემს მოქალაქეებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს დავანახოთ რეალურად, თუ რა სიმწვავის პრობლემასთან გვაქვს საქმე და რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია.

პლატფორმის მუშაობასა და მოქალაქეთა ჩართულობასთან დაკავშირებული ინფორმაცია განთავსდება ყველა პერიოდული ინსპექტირების ცენტრში და დიდი ყურადღება დაეთმობა საინფორმაციო კამპანიის წარმართვას. პლატფორმაზე განთავსდება კვლევები, პუბლიკაციები, სხვადასხვა საინფორმაციო მასალები (სტატიები, ფოტო, ვიდეო მასალა), კანონმდებლობა, რჩევები, პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და სხვა.

დამატებულია 72 ტექ. ინსპექტირების ცენტრები

სიახლეები

08-06-2021

ჰაერის დაბინძურება სატრანსპორტო საშუალებებიდან და პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება

გადაცემას "დილა ფორმულაზე" სტუმრობდა ირაკლი იზორია, ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის"...

სრულად
14-05-2021

არასამთავრობო ორგანზიაციები კანონის გამკაცრებას ითხოვენ, მძღოლები ტექდათვალიერებას თავს არიდებენ

ტექისპექტირების ცენტრებში მძღოლების მიმართვიანობა კვლავ დაბალია. სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას მძღოლების...

სრულად
01-04-2021

საგზაო უსაფრთხოების მდგომარეობა საქართველოში, გამოწვევები და მათი აღმოფხვრის გზები

ირაკლი იზორია, ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დირექტორი გადაცემა „კურსორის“ სტუმარი...

სრულად
01-04-2021

პროკურატურამ შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე დაკავებულ პირებს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, 2020 წლის 23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარი საგზაო...

სრულად
01-04-2021

ტექინსპექტირების რეფორმის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ, კვლავ ხარვეზებია

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ხელმძღვანელი გელა კვაშილავა მიიჩნევს, რომ...

სრულად
26-01-2021

პროექტი - „ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ეფექტიანობის შეფასება და მისი შესაბამისობა ევროდირექტივასთან“

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ დაასრულა პროექტი - "ტექნიკური ინსპექტირების...

სრულად
22-06-2020

პტი რეფორმის ხარვეზები

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტმა, დავით მესხიშვილმა ტელეარხ რუსთავი 2-ზე...

სრულად
02-03-2020

პარტნიორთა შეხვედრა - აღმოსავლეთის ალიანსი უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტისთვის

სტოკჰოლმში ორგანიზაციის „აღმოსავლეთის ალიანსი უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტისათვის“ პარტნიორების შეხვედრა...

სრულად
02-03-2020

სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ თემატური მოკვლევის ჯგუფის ზეპირი მოსმენა პარლამენტში

სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის და...

სრულად

სტატისტიკა

გსურთ გაიგოთ მეტი

ხშირად დასმული შეკითხვები

Q: რა მიზანს ემსახურება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა?

სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების (პტი) რეფორმის პირველი ეტაპი ძალაში 2018 წლის 1 იანვარს შევიდა და მისი მიზნებია: - საგზაო ტრანსპორტის ნაწილში საქართველოში მოქმედი სტანდარტების ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება; - სატრანსპორტო საშუალებების ექსპლოატაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მათი ტექნიკური გაუმართაობით გამოწვეული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების, ადამიანისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის მინიმიზაცია; - გამონაბოლქვის მინიმუმამდე შემცირება სატრანსპორტო საშუალებების სრული ექსპლოატაციის ვადის განმავლობაში გამონაბოლქვის სისტემის რეგულარული ინსპექტირებითა და იმ სატრანსპორტო საშუალებების ექსპლოატაციიდან ამოღების გზით, რომლებიც ძირითად დამაბინძურებლებს წარმოადგენენ, ვიდრე არ მოხდება მათი შესაბამისი რეგლამენტით გათვალიწინებულ ტექნიკურ მდგომარეობაში მოყვანა.

Q: რატომ არის მნიშვნელოვანი მოქალაქეთა ჩართულობა რეფორმის მონიტორინგის განხორციელების პროცესში?

საზოგადოების ჩართულობა საგზაო უსაფრთხოების საკითხების იდენტიფიცირებაში და შემდგომში მათ გადაწყვეტაში უმნიშვნელვანესია და სამწუხაროდ, საქართველოში საგზაო უსაფრთხოების მზარდი პრობლემები ნაწილობრივ საზოგადოების უყურადღებობით და ამ პრობლემის ნიველირებით არის გამოწვეული. ისინი ნაკლებად არინ ჩართულნი ამ პრობლემების გადაჭრაში, რომელსაც დიდი ზიანი მოაქვს როგორც მათთვის, ასევე სახელმწიფოსთვის. მიმდინარე დაკვირვებებით ხშირად ვხვდებით არაერთგვაროვან მიდგომებს სხვადასხვა მოქლაქეების მიმართ, რაც ხშირ შემთხვევაში მძღოლების გაღიზიანებას იწვევს. მოქალაქეები უკმაყოფილებას აფიქსირებენ სხვადასხვა სივრცეებში, მათ შორის თავიანთ სოციალურ გვერდებზე. პლატფორმაზე მოქლაქეების ჩართულობით ვიმედოვნებთ, რომ უფრო მეტი დარღვევა და ხარვეზი გამოვლინდება.

Q: როგორ არის შესაძლებელი, რომ მოქალაქეები გახდნენ რეფორმის მონიტორინგის მონაწილეები?

ვებ-პლატფორმა მოქალაქეების ინტერაქტიულ ჩართულობას ითვალისწინებს. მათ შეეძლებათ რუკაზე მოძებნონ კონკრეტული ტექინსპექტირების ცენტრი და წარმოადგინონ ამ ცენტრთან დაკავშირებული ის დარღვევები თუ ხარვეზები, რისი მომსწრენიც თვითონ გახდნენ, აუცილებელი ელ-ფოსტის მისამართის მითითება, მოქალაქეებს შეუძლიათ ატვირთონ ფოტო/ვიდეო მასალა, სადაც ტექინსპექტირების ცენტრების დარღვევები აისახება. პლატფორმის ადმინისტრატორთან მიღებული ინფორმაცია გადამოწმდება და პრობლემა გაეცნობა არასამთავრობო სექტორს.

Q: რა დატვირთვა აქვს პლატფორმის საგზაო შემთხვევების რუკას?

მიუხედავად ბოლო წლებში სტატისტიკური მონაცემების და საინფორმაციო ბაზის დახვეწისა დღესდღეობით არ გაგვაჩნია ინფორმაცია იმ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შესახებ, რომლებიც გამოწვეულია ავტომობლის ტექნიკური გაუმართაობის გამო. სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე გაუმართაობით გამოწვეული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რიხვი 7%-დან 20%-მდე მერყეობს. საქართველოში კი თითქმის საგზაო-სატრანპორტო შემთხვევების 20% აღნიშნულია როგორც დაუდგენელი მიზეზი. ვებ-პლატფორმის ერთი განყოფილება დაეთმობა ონლაინ რუქას, სადაც განთავსდება ის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები, რომელიც გამოწვეულია ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობით. რუქაზე სპეციალური ნიშნულები განთავსდება იმ ლოკაციაზე, სადაც დაფიქსირდა აღნიშნული საგზაო-სატრანპორტო შემთხვევა, აქვე აღნიშნული იქნება ინფორმაცია ამ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევეის დროს რამდენი ადამიანი დაშავდა და დაიღუპა. რუქა საშუალებას მოგვცემს მოქალაქეებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს დავანახოთ რეალურად, თუ რა სიმწვავის პრობლემასთან გვაქვს საქმე და რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია.

ვიდეო

გამართე ავტომობილი, იმგზავრე უსაფრთხოდ!

საერთაშორისო კვლევების თანახმად, ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობა ხშირად ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი. ავტომობილის უსაფრთხოდ ექსპლუატაციისათვის აუცილებელია მისი: სამუხრუჭო და საჭით მართვის სისტემების გამართულობა, კარგი ხილვადობის უზრუნველყოფა, განათების და ელექტრომოწყობილობების მწყობრში ყოფნა; სავალი ნაწილის ელემენტების გამართული ფუნქციონირება., ძრავის გამართული მუშაობა.

გამართე ავტომობილი, იზრუნე გარემოზე!

ჰაერის ტოქსიკური ნივთიერებებით დაბინძურების ფონს განსაკუთრებულად ამძიმებს ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილების ძრავების გამონაბოლქვი აირები. გამონაბოლქვის ტოქსიკურობა დამოკიდებულია ავტომობილის ძრავას ტექნიკურ მდგომარეობაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ძრავა მუშაობდეს გამართულად, რაც შეამცირებს მავნე ნივთიერებების გამოყოფას გარემოში.

გადაცემა - "განთიადი", თემა - პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, არსებული ხარვეზები და გამოწვევები

გადაცემა განთიადის საგზაო უსაფრთხოების რუბრიკის სტუმარი ტელეარხ ერთსულოვნებაზე იყო გელა კვაშილავა და ირაკლი იზორია. მათ ისაუბრეს პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებულ არსებულ მდგომარეობაზე, გამოწვევებზე და მათი აღმოფხრვის გზებზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ტექინსპექტირების ცენტრებში შემცირებულია მიმართვიანობა და მძღოლები ხშირად იყენებენ სხვადასხვა მანიპულაციების, რათა გვერდი აუარონ კანონს, რის მიზეზიც შესუსტებული აღსრულება შეიძლება იყოს. ყურადღება გაამახვილეს ჰაერის დაბინძურებისა და გამონაბოლქვის პრობლემაზე, რომლის შემცირებაში პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას საკვანძო როლის შესრულება შეუძლია.

გადაცემა - "განთიადი". თემა - უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა მგზავრებისთვის

ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი სტუმრობდა გადაცემას ტელეარხ ერთსულოვნებაზე, რომელიც უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლოებებს უკავშირდებოდა, კერძოდ საქალაქთაშორისო გადაყვანას. ამ მხრივ, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ტექნიკური გამართულობა სხვა პრობლემებთან ერთად ერთ-ერთი საკვანძო საკითხია. აღნიშნული საკითხი უნდა მკაცრად დარეგულირდეს საკანონმდებლო დონეზე და განხორციელდეს კანონმდებლობის შესაბამისი აღსრულება. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საქალაქთაშორისო გადაყვანები დაკავშირებულია უამრავი ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან, რომ არაფერი ვთქვათ საგზაო შემთხვევების მატერიალურ ზარალზე.

გადაცემა - ,,განთიადი". თემა - საგზაო უსაფრთხოების მდგომარეობა ქვეყანაში, გახშირებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები

ტელეარხ ერთსულოვნებაზე საგზაო უსაფრთხოების შესახებ რუბრიკაში ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოების“ დირექტორ ირაკლი იზორიასთან ერთად ეკომეგობრულ ტრანსპორტზე იყო საუბარი, რაც პირდაპირ უკავშირდება გამონაბოქლვის პრობლემას. ტრანსპორტის გამონაბოლქის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სისტემის რეალიზების პროცესში ამ კომპონენტის გათვალისწინებაა. იმის გამო, რომ გამონაბოლქვის მიმართულებით სტანდარტები ამ ეტაპზე დაბალ დონეზეა და აღინიშნება აღსრულებიც პრობლემაც, მოტორიზაციის მაჩვენებლის ზრდის პირობებში უარესდება ეკოლოგიური მდგომარეობაც. აუცილებელია ამ მიმართულებით კანონმდებლობის, აღსრულების დახვეწა და ცნობიერების ამაღლება.

გადაცემა - "განთიადი". თემა - პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის სამოქალაქო მონიტორინგი

ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დირექტორი ირაკლი იზორია გადაცემა განთიადს სტუმრობდა ტელეარხ ერთსულოვნებაზე. მან ისაუბრა პროექტზე „სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდა და ევროპული სტანდარტების ადვოკატირება“, რომელიც ხორციელდება ფონდის მიერ „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით.

არასამთავრობო ორგანზიაციები კანონის გამკაცრებას ითხოვენ, მძღოლები ტექდათვალიერებას თავს არიდებენ

ტექისპექტირების ცენტრებში მძღოლების მიმართვიანობა კვლავ დაბალია. სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას მძღოლების უმეტესობა თავს არიდებს. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საუბრობენ მანიპულაციებზე, რომელთაც მძღოლები მიმართავენ. ამის მიზეზი ერთიანი სისტემის არარსებობა, გაუმართავი ჭკვიანი კამერები, დაბალი ჯარიმები და აღსრულების პროცესში არსებული ხარვეზებია. მათი აზრით, მნიშვნელოვანია აღსრულების მექანიზმების გამკაცრება და პროცესში საპატრულო პოლიციის, ასევე გარემოს დაცვითი ინსპექციის ჩართულობა.

თემატური მოკვლევა თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ

ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დამფუძნებელმა, გელა კვაშილავამ საკომიტეტო მოკვლევის სხდომაზე ისაუბრა ტრანსპორტის მიერ ჰაერის დაბინძურების საკითხზე, რაც გაუმართავი ტრანსპორტითა და საწვავთან დაკავშირებული პრობლემებითაა გამოწვეული.

უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა მგზავრებისთვის

ყოველდღიურად საქართველოში ათეულობით ათასი მგზავრი სარგებლობს საქალაქთაშორისო მიკროავტობუსებით, თუმცა თითქმის არ არსებობს არანაირი სახელმწიფო სტანდარტი, რომელიც განაპირობებს უსაფრთხო და კომფორტულ მგზავრობას. მუდამ ვაწყდებით ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა მიკროავტობუსების ტექნიკური გაუმართაობა, სიჩქარის გადაჭარბება, სახიფათო მანევრირება, ფეხზე მდგომი მგზავრები და დამატებითი სკამები, მძღოლის მიერ თამბაქოს მოწევა და მობილურზე საუბარი. შედეგად, მგზავრების სიცოცხლე საფრთხეშია. დროა სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა უსაფრთხო მგზავრობაზე. უსაფრთხო მგზავრობა თითოეული ადამიანის უფლებაა.

ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დირექტორი გადაცემაში “აქტუალური თემა”

ფონდის დირექტორი, ირაკლი იზორია სტუმრობდა გადაცემას "აქტუალური თემა" ტელეარხ პირველზე. მან ისაუბრა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სტატისტიკურ მონაცემებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ისაუბრა სტატისტიკასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე, მათი აღმოფხვრის გზებზე და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ავტომობილების გაუმართაობით გამოწვეული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მონაცემების არარსებობაზე ქვეყანაში.

ჰაერის დაბინძურება სატრანსპორტო საშუალებებიდან და პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება

გადაცემას "დილა ფორმულაზე" სტუმრობდა ირაკლი იზორია, ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დირექტორი. მან ისაუბრა შემდეგ თემაზე: ჰაერის დაბინძურება სატრანსპორტო საშუალებებიდან და პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება

კონტაქტი

საკონტაქტი ინფორმაცია

  • ელ.ფოსტა: safedrivegeo@gmail.com
  • ტელეფონის ნომერი: +995 558 28 75 75
  • მისამართი: ძმები ზუბალაშვილების ქ. #7, 4 სართული

შეტყობინების გაგზავნა