არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“
ხელმძღვანელი გელა კვაშილავა მიიჩნევს, რომ არაერთხელ ნახსენები ხარვეზების ხანგრძლივად
არ აღმოფხვრის შემთხვევაში შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ტექინსპექტირების რეფორმა საქართველოში
ჩავარდა - „პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ამ პროცესზეც, ერთი პერიოდი შეჩერებული
იყო ინსპექტირება. ახლა ბევრი ობიექტი სადაც
შეიძლება დახარვეზებული ავტომობილი შეკეთდეს, დახურულია. მთავარ გამოწვევად რჩება ის,
რომ ერთიანი საინფორმაციო სისტემა არ არსებობს - როდესაც ავტომობილი მიდის ერთ ცენტრში
და ვერ გადის, მეორე უნდა ხედავდეს. ტექნიკური ინსპექტირება არ გულისხმობს მხოლოდ ცენტრებში შემოწმებას, გულისხმობს
გზაზე შემოწმებას და კონტროლს. ყველა ქვეყანაში არსებობს პატარა მობილური ჯგუფი, რომელიც
გზაზე ახორციელებს ამ ყველაფრის კონტროლს. თუ ავტომობილმა გაიარა ცენტრში გარკვეული
მანიპულაციებით შემოწმება, ეს რომ გამოირიცხოს უნდა იყოს გარკვეული სამსახური. რეფორმის
დაწყება ძალიან კარგია, მაგრამ რა გამოწვევებიც არის, ისინი თუ არ გამოსწორდა, რეფორმა
ვერ იფუნქციონირებს და ჩავარდება“.
წყარო