სტოკჰოლმში ორგანიზაციის „აღმოსავლეთის
ალიანსი უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტისათვის“ პარტნიორების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც
15 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. პარტნიორებმა ერთმანეთს გააცნეს მიმდინარე პროექტები,
გაუზიარეს გამოცდილებები და დასახეს მიზნები თავიანთ ქვეყნებში არსებული გამოწვევების
აღმოსაფხვრელად. შეხვედრაზე გაიმართა საქართველოში მიმდინარე პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
რეფორმის სამოქალაქო მონიტორინგთან დაკავშირებული პროექტის პრეზენტაცია ფონდის „პარტნიორობა
საგზაო უსაფრთხოებისთვის“ წარმოამდგენლის მიერ. წარმოდგენილ იქნა პროექტის ღონისძიებები,
მათ შორის ონლაინ პლატფორმა და მისი მახასიათებლები.