სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების მიერ შექმნილ თემატური მოკვლევის ჯგუფის ზეპირი მოსმენა გაიმართა. სამუშაო ჯგუფის სხდომას ესწრებოდა ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი ირაკლი იზორია, მან თემატური მოკვლევის ჯგუფს წარუდგინა რეკომენდაციები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და აღსრულების გაუმჯობესების მიმართულებით. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კანონის აღსრულების პროცესში მთელი რიგი ხარვეზები და გამოწვევები არსებობს, რაც საპატრულო პოლიციასთან ერთობლივ მუშაობას საჭიროებს.

მომხსენებლებმა დარღვევების აღმოფხვრის მიზნით, დამატებითი მექანიზმების შემოღების შესაძლებლობებიც განიხილეს და აღნიშნეს, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების თანამედროვე სტანდარტების დანერგვისთვის მნიშვნელოვანია როგორც საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ასევე ინსპექტირების პროცესზე მოქალაქეების კეთილსინდისიერი მიდგომის არსებობა.



წყარო