ირაკლი იზორია, ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დირექტორი გადაცემა „კურსორის“ სტუმარი იყო, მან საგზაო უსაფრთხოების კომპლექსურ პრობლემებზე ისაუბრა,  ყურადღება გაამახვილა საგზაო უსაფრთხოების სხვადასხვა ელემენტებზე, კერძოდ, ინფრასტრუქტურაზე, სატრანსპორტო საშუალებების გამართულობაზე. ირაკლი იზორიას აზრით, გამოსავალი არის საკითხის პრიორიტეტიზაცია, კანონმდებლობის განვითარება ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის გზით, აღსრულების გაუმჯობესება და ცნობიერების ამაღლება. 



წყარო