ტრანსპორტის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები რეფორმის ჩავარდნის საფრთხეზე საუბრობენ. მათი აზრით, რეფორმა რომ ფორმალური არ იყოს და მეტად ეფექტიანი გახდეს, საჭიროა კანონმდებლობის და მისი აღსრულების დახვეწა. მათ ყურადღება გაამახვილეს ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა არაერთგვაროვანი მიდგომა პტი ცენტრებისადმი, ინსპექტორების კვალიფიკაციის დაბალი დონე, გამონაბოლქვის კომპონენტის გაუთვალისწინებლობა, სატრანსპორტო საშუალების ნაწილების დროებით გამოყენება შემოწმების გასავლელად და ა.შ. 



წყარო