კოვიდ-19-ის გავრცელების გამო ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულება საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, 22 მაისის ჩათვლით შეჩერებული იყო. დადგენილების თანახმად, „იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (პირველადი/განმეორებითი), რომლის ვადა შეჩერდა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, უნდა ჩატარდეს საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან არა უგვიანეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში“, ე.ი. 2020 წლის 22 ივლისამდე.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ტესტირების ცენტრებში საქმიანობა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების მკაცრი დაცვით მიმდინარეობს.  ინსპექტირების ცენტრებდა მათი მიმდებარე ტერიტორიები ყოველდღიურ რეჟიმში სადეზინფექციო საშუალებებით მუშავდება. 



წყარო