მიუხედავად არასამთავრობო სექტორის არაერთი მითითებისა ტექინსპექტირების სფეროში ხარვეზები ვერ აღმოიფხვრა, მძღოლები თავს არიდებენ შემოწმებას, იყენებენ ნაქირავებ ან ნათხოვებ ნაწილებს, შედეგად კი გზებზე ისევ უამრავი გაუმართავი სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს. ამის მიზეზი ცნობიერების დაბალ დონესთან ერთად, აღსრულების ხარისხის დაბალი დონეა. მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხირდან გაძლიერდეს რეფორმის მიმდინარეობის მონიტორინგი, შემოწმდეს ავტომობილები გზებზე ექსპლუატაციის პროცესში, გამკაცრდეს მოთხოვნები საკნონმდებლო დონეზე და გაუმჯობესდეს აღსრულება, მათ შორის ჭკვიანი კამერების გამოყენებით, რომელთა დიდი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, გამორთულია. 



წყარო