ტრანსპორტის საკითხზე მომუშავე
არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ რამდენიმე მუნიციპალიტეტში ე.წ. „ჭკვიანი
კამერების“ გაუმართაობის შესახებ
განცხადებას ავრცელებენ
და შს
სამინისტროს მოუწოდებენ,
რომ სწრაფი
რეაგირება მოახდინოს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული,
ბოლო 3 თვის
განმავლობაში აქტიურად
ვრცელდება ინფორმაცია,
რომ საქართველოს
სხვადასხვა რაიონსა
თუ ქალაქში
გზებზე განთავსებული
ე.წ.
„ჭკვიანი კამერები“
გათიშულია და
არ ფუნქციონირებს. აღნიშნული
ინფორმაცია, რეალურ
ვითარებაში გადაამოწმა
საქართველოს ტრანსპორტისა
და გზების
ასოციაციამ, რომელმაც
მონიტორინგისთვის შეარჩია
შემდეგი მუნიციპალიტეტები: რუსთავი,
მარნეული, ბოლნისი,
თელავი, გურჯაანი,
საგარეჯო, წნორი,
გორი, თერჯოლა,
ქუთაისი, წყალტუბო,
ზუგდიდი, ჩხოროწყუ,
ახალციხე, ბათუმი.
დაკვირვება განხორციელდა
შემდეგი მეთოდოლოგიით:
საქართველოს მუნიციპალიტეტებში ყველა
კამერასთან იმოძრავა
სხვადასხვა ავტომობილმა
(სხვადასხვა სანომრე
ნიშნით), რომელთაც
პერიოდული ტექ-ინსპექტირების გავლის
ვადა უკვე
ამოწურული (გადაცილებული)
ჰქონდათ და
კანონით მათზე
უნდა გატარებულიყო
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
118-ე მუხლი გათვალისწინებული სანქცია.
არც ერთ
შემთხვევაში, არც
ერთ მუნიციპალიტეტში კამერების
მიერ დარღვევაზე
რეაგირება არ
მომხდარა, რითაც
გავრცელებული ინფორმაცია
კამერების პროგრამული
გაუმართაობის შესახებ
დადასტურდა.
აღსანიშნავია, რომ კანონის
არაღსრულების აღნიშნული
ფაქტი მასშტაბურია
და 2018 წლის 1 იანვარს
დაწყებულ ტექ-ინსპექტირების რეფორმას
შეუქმნა საფრთხე.
ბოლო თვეების
განმავლობაში ინსპექტირების ცენტრებში
მომხმარებელთა მიმართვიანობამ იკლო
თითქმის 40 %-ით.
წყარო