ტელეარხ პირველზე წარმოდგენილ იქნა „ახალი კვირის“ რამდენიმე ექსპერიმენტი თემაზე - როგორ აგვარებენ ქართველი
მძღოლები გაუმართავი ავტომანქანის პრობლემებს სხვადასხვა მანიპულაციებით, იმისთვის
რომ ტექნიკური ინსპექტირება მარტივად გაიარონ. ასევე დარგის ექსპერტებმა ისაუბრეს იმაზე,
თუ რატომ ვერ მოხერხდა ორი წლის განმავლობაში ორი ძირითადი პრობლემის მოგვარება - ავტოსაგზაო
შემთხვევების შემცირება და ეკოლოგიური სურათის გაუმჯობესება. ფონდის „პარტნიორობა საგზაო
უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებლის, გელა კვაშილავას აზრით, მნიშვნელოვანია ერთიანი მონაცემთა
ბაზის არსებობა, რათა კორუფციის რისკები ავიცილოთ თავიდან. კანონი და აღსრულება უნდა
იყოს მკაცრი და არ უნდა იძლეობდეს იმის საშუალებას, რომ მძღოლებს ჯარიმის გადახდა ერჩივნოთ
პრობლემის აღმოფხვრას. ასევე, რეფორმის ეფექტურობის შესაფასებლად მნიშვნელოვანია საგზაო
შემთხვევების გამომწვევი მიზეზების სტატისტიკაში ტრანსპორტის გაუმართაობის მიზეზის
გათვალისწინება.
წყარო