პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, არსებული ხარვეზები და გამოწვევები
გადაცემა "განთიადის" საგზაო უსაფრთხოების რუბრიკის სტუმარი ტელეარხ ერთსულოვნებაზე იყო გელა...
სრულადპროექტი „სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესში სამოქალაქო
საზოგადოების ჩართულობის გაზრდა და ევროპული სტანდარტების ადვოკატირება“ ხორციელდება
ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ მიერ „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით. პროექტის მიზანია:
პროექტის მთავარ მიმართულებად განსაზღვრულია მონიტორინგის
განხორციელება ინსპექტირების რეფორმაზე სამოქალაქო
ჩართულობის საშუალებით და შედეგზე ორიენტირებული რეკომენდაციების მიწოდება გადაწყვეტილების
მიმღები პირებისთვის.
შეიქმნა სპეციალური ონლაინ პლატფორმა, რომლის პირველი ნაწილი ვიზუალურად წარმოდგენილია რუქის ფორმით, სადაც განთავსებულია საქართველოში არსებული ყველა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრი. მოქალაქეს შეუძლია რუქაზე მოძებნოს ცენტრი და ვებ-პლატფორმის ადმინისტრატორს მიაწოდოს ინფორმაცია, დააფიქსიროს ცენტრების მიმართ პრეტენზიები, გამოვლენილი ხარვეზები, სხვადასხვა დარღვევები. მიღებული ინფორმაცია გადამოწმდება პლატფორმის ადმინისტრატორთან და პრობლემა გაეცნობა არასამთავრობო სექტორს. ვებ-პლატფორმის მეორე ონლაინ რუქაზე განთავსდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები, რომელიც გამოწვეულია ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობით. რუქაზე სპეციალური ნიშნულები განთავსდება იმ ლოკაციაზე, სადაც დაფიქსირდა აღნიშნული საგზაო-სატრანპორტო შემთხვევა, აქვე აღნიშნული იქნება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ადამიანი დაშავდა და დაიღუპა ამ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს. რუქა საშუალებას მოგვცემს მოქალაქეებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს დავანახოთ რეალურად, თუ რა სიმწვავის პრობლემასთან გვაქვს საქმე და რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია.
პლატფორმის მუშაობასა და მოქალაქეთა ჩართულობასთან დაკავშირებული ინფორმაცია განთავსდება
ყველა პერიოდული ინსპექტირების ცენტრში და დიდი ყურადღება დაეთმობა საინფორმაციო კამპანიის
წარმართვას. პლატფორმაზე განთავსდება კვლევები, პუბლიკაციები, სხვადასხვა საინფორმაციო
მასალები (სტატიები, ფოტო, ვიდეო მასალა), კანონმდებლობა, რჩევები, პროექტის ფარგლებში
განხორციელებული აქტივობები და სხვა.
გადაცემა "განთიადის" საგზაო უსაფრთხოების რუბრიკის სტუმარი ტელეარხ ერთსულოვნებაზე იყო გელა...
სრულადფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი სტუმრობდა გადაცემას ტელეარხ ერთსულოვნებაზე, რომელიც...
სრულადტელეარხ პირველზე წარმოდგენილ იქნა „ახალი კვირის“ რამდენიმე ექსპერიმენტი თემაზე -...
სრულადტელეარხ ერთსულოვნებაზე საგზაო უსაფრთხოების შესახებ რუბრიკაში ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოების“...
სრულადმედია კავშირი ობიექტივზე გადაცემა ნამდვილ ამბებში ავტოსაგზაო შემთხვევების მზარდ სტატისტიკაზე...
სრულად„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ“ საქართველოს სხვადასხვა რაიონსა თუ ქალაქში...
სრულადმიკროავტობუსს, რომელსაც შატილში ტურისტები გადაჰყავდა, ტექდათვალიერება გავლილი არ ჰქონდა და...
სრულადფონდის „პარტნირობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელი, გელა კვაშილავა გამოეხმაურა საგზაო შემთხვევას,...
სრულადმიუხედავად არასამთავრობო სექტორის არაერთი მითითებისა ტექინსპექტირების სფეროში ხარვეზები ვერ აღმოიფხვრა,...
სრულადფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გელა კვაშილავა სტუმრობდა საქმიან დილას ტელეარხ...
სრულადკოვიდ-19-ის გავრცელების გამო ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულება საგანგებო მდგომარეობის...
სრულადტრანსპორტის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები რეფორმის ჩავარდნის საფრთხეზე საუბრობენ. მათი...
სრულადსაქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტმა, დავით მესხიშვილმა ტელეარხ რუსთავი 2-ზე...
სრულადრეზონანსის ინტერნეტგამოცემას ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელი გელა კვაშილავა ესაუბრა...
სრულადტრანსპორტის საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის ფონდი „პარტნიორობა საგზაო...
სრულად პირველზე. მან ისაუბრა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სტატისტიკურ მონაცემებთან დაკავშირებულ საკითხებზე,...
სრულადსტოკჰოლმში ორგანიზაციის „აღმოსავლეთის ალიანსი უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტისათვის“ პარტნიორების შეხვედრა...
სრულადსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის და...
სრულადსაქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა რეგიონული დანაყოფების მიხედვით
სრულადსაქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა რეგიონული დანაყოფების მიხედვით
სრულადსაქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა რეგიონული დანაყოფების მიხედვით
სრულადსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად...
სრულადსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად...
სრულადსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად...
სრულადპირების რაოდენობა, რომლებსაც დააკლდათ, შეუნარჩუნდათ და ამოეწურათ ქულები (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის...
სრულადპირების რაოდენობა, რომლებსაც დააკლდათ, შეუნარჩუნდათ და ამოეწურათ ქულები (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის...
სრულადპირების რაოდენობა, რომლებსაც დააკლდათ, შეუნარჩუნდათ და ამოეწურათ ქულები (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის...
სრულადQ: რა მიზანს ემსახურება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა?
სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების (პტი) რეფორმის პირველი ეტაპი ძალაში 2018 წლის 1 იანვარს შევიდა და მისი მიზნებია: - საგზაო ტრანსპორტის ნაწილში საქართველოში მოქმედი სტანდარტების ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება; - სატრანსპორტო საშუალებების ექსპლოატაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მათი ტექნიკური გაუმართაობით გამოწვეული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების, ადამიანისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის მინიმიზაცია; - გამონაბოლქვის მინიმუმამდე შემცირება სატრანსპორტო საშუალებების სრული ექსპლოატაციის ვადის განმავლობაში გამონაბოლქვის სისტემის რეგულარული ინსპექტირებითა და იმ სატრანსპორტო საშუალებების ექსპლოატაციიდან ამოღების გზით, რომლებიც ძირითად დამაბინძურებლებს წარმოადგენენ, ვიდრე არ მოხდება მათი შესაბამისი რეგლამენტით გათვალიწინებულ ტექნიკურ მდგომარეობაში მოყვანა.
Q: რატომ არის მნიშვნელოვანი მოქალაქეთა ჩართულობა რეფორმის მონიტორინგის განხორციელების პროცესში?
საზოგადოების ჩართულობა საგზაო უსაფრთხოების საკითხების იდენტიფიცირებაში და შემდგომში მათ გადაწყვეტაში უმნიშვნელვანესია და სამწუხაროდ, საქართველოში საგზაო უსაფრთხოების მზარდი პრობლემები ნაწილობრივ საზოგადოების უყურადღებობით და ამ პრობლემის ნიველირებით არის გამოწვეული. ისინი ნაკლებად არინ ჩართულნი ამ პრობლემების გადაჭრაში, რომელსაც დიდი ზიანი მოაქვს როგორც მათთვის, ასევე სახელმწიფოსთვის. მიმდინარე დაკვირვებებით ხშირად ვხვდებით არაერთგვაროვან მიდგომებს სხვადასხვა მოქლაქეების მიმართ, რაც ხშირ შემთხვევაში მძღოლების გაღიზიანებას იწვევს. მოქალაქეები უკმაყოფილებას აფიქსირებენ სხვადასხვა სივრცეებში, მათ შორის თავიანთ სოციალურ გვერდებზე. პლატფორმაზე მოქლაქეების ჩართულობით ვიმედოვნებთ, რომ უფრო მეტი დარღვევა და ხარვეზი გამოვლინდება.
Q: როგორ არის შესაძლებელი, რომ მოქალაქეები გახდნენ რეფორმის მონიტორინგის მონაწილეები?
ვებ-პლატფორმა მოქალაქეების ინტერაქტიულ ჩართულობას ითვალისწინებს. მათ შეეძლებათ რუკაზე მოძებნონ კონკრეტული ტექინსპექტირების ცენტრი და წარმოადგინონ ამ ცენტრთან დაკავშირებული ის დარღვევები თუ ხარვეზები, რისი მომსწრენიც თვითონ გახდნენ, აუცილებელი ელ-ფოსტის მისამართის მითითება, მოქალაქეებს შეუძლიათ ატვირთონ ფოტო/ვიდეო მასალა, სადაც ტექინსპექტირების ცენტრების დარღვევები აისახება. პლატფორმის ადმინისტრატორთან მიღებული ინფორმაცია გადამოწმდება და პრობლემა გაეცნობა არასამთავრობო სექტორს.
Q: რა დატვირთვა აქვს პლატფორმის საგზაო შემთხვევების რუკას?
მიუხედავად ბოლო წლებში სტატისტიკური მონაცემების და საინფორმაციო ბაზის დახვეწისა დღესდღეობით არ გაგვაჩნია ინფორმაცია იმ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შესახებ, რომლებიც გამოწვეულია ავტომობლის ტექნიკური გაუმართაობის გამო. სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე გაუმართაობით გამოწვეული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რიხვი 7%-დან 20%-მდე მერყეობს. საქართველოში კი თითქმის საგზაო-სატრანპორტო შემთხვევების 20% აღნიშნულია როგორც დაუდგენელი მიზეზი. ვებ-პლატფორმის ერთი განყოფილება დაეთმობა ონლაინ რუქას, სადაც განთავსდება ის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები, რომელიც გამოწვეულია ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობით. რუქაზე სპეციალური ნიშნულები განთავსდება იმ ლოკაციაზე, სადაც დაფიქსირდა აღნიშნული საგზაო-სატრანპორტო შემთხვევა, აქვე აღნიშნული იქნება ინფორმაცია ამ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევეის დროს რამდენი ადამიანი დაშავდა და დაიღუპა. რუქა საშუალებას მოგვცემს მოქალაქეებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს დავანახოთ რეალურად, თუ რა სიმწვავის პრობლემასთან გვაქვს საქმე და რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია.
საერთაშორისო კვლევების თანახმად, ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობა ხშირად ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი. ავტომობილის უსაფრთხოდ ექსპლუატაციისათვის აუცილებელია მისი: სამუხრუჭო და საჭით მართვის სისტემების გამართულობა, კარგი ხილვადობის უზრუნველყოფა, განათების და ელექტრომოწყობილობების მწყობრში ყოფნა; სავალი ნაწილის ელემენტების გამართული ფუნქციონირება., ძრავის გამართული მუშაობა.
ჰაერის ტოქსიკური ნივთიერებებით დაბინძურების ფონს განსაკუთრებულად ამძიმებს ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილების ძრავების გამონაბოლქვი აირები. გამონაბოლქვის ტოქსიკურობა დამოკიდებულია ავტომობილის ძრავას ტექნიკურ მდგომარეობაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ძრავა მუშაობდეს გამართულად, რაც შეამცირებს მავნე ნივთიერებების გამოყოფას გარემოში.